ჩინეთის ავტოსალონზე Mercedes-Benz-მა წარმოადგინა კონცეპტური ნამუშევარი Shooting Break .შესაძლოა ეს მოდელი გახდეს 4 კარიანი კუპე CLS-ის მომავალი

თუ დავაკვირდებით Shooting Break Concept-ის სილუეტს მასში ამოვიკითხავთ სპორტული ლუქს-კუპე-ს ნაკვთებს.იმის მიხვედრა თუ როგორ გავს Shooting Break Concept-ი ძველ მოდელ CLS- ს არ გაგვიჭირდება თუ მას გვერდით წინა მოდელის სურატს დავუდებთ.

ამ უკანასკნელს თუ დავაკვირდებით ამოვიკითხავთ E-კლასის ნაკვთებს (მის უკანა "კრილოებში")ხოლო წინა მოდელი CLS AMG-ის ნაკვთებს წინა გამაგრილებლის "რეშოტკასა" და აირამრიდებზე  რაც შეეხება მის შიდა ინტერიერს და საბარგულს იგი მოპირკეთებულია ხით.მასში მხოლოდ 4 ადამიანის მოთავსებაა შესაძლებელი,მაგრამ შეიდძლება ითქვას რომ მათ განკარგულებაში თავისუფლება და სრული იდილია იქნება.

კაპოტის ქვეშ მოთავსებულია შტუტგარდის V6 ტიპის ძრავი.ეს არის 3.5 ლიტრი მოცულობის 306 ცხენისძალიანი ძრავი,რომელსაც ცილინდები განთავსებული აქვს 60°-იან კუთხის დახრილობით.რათქმაუნდა ძრავი აკმაყოფილებს კრიტერიუმებს BlueEFFICIENCY
 ახალ "კუპეზე" საუბრისას არ შეიძლება არ მოყვე თუ საიდან წარმოიშვა მისი სახელწოდება.იგი დიდი ბრიტანეთიდან მოდის.ძველ დროს როდესაც ადამიანები ჯერ კიდევ არ სარგებლობდნენ ტრანსპორტით, სიტყვით Break ანუ მისი სახელით Brak ეწოდებოდა სპეციალურ ტრანსპორტს რომლებიც გადაადგილდებოდნენ ცხენების ან შინაური ცხოველების დახმარებით.ხანდახან «Break»-ს იყენებდნენ სანადიროდ,ზუსტად აქედან წარმოიშვა სახელწოდება Shooting Break (shoot - სროლა.ინგლ).1960-70-იან წლებში ასე ეძახდნენ ექსკლუზიურ "კროსოვერებს"რომლებიც ძალიან პრაქტიკული იყო და მიეკუთვნებოდნენ კუპეს.
რედაქტორი:ნიკოლოზ ჯოჯიშვილი
|